მედიის ცნობით, რუსეთის მიერ კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა
მედიის ცნობით, რუსეთის მიერ კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, – ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაღუპულთაგან ორი მცირეწლოვანია.

გავრცელებული ცნობით, რუსულმა ძალებმა დედაქალაქს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. მათი უმეტესობა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყო.

ჭურვების ნამსხვრევებმა დესნიანსკის რაიონის ადგილობრივი პოლიკლინიკის შენობაც დააზიანა.