მედიის ცნობით, რაფაჰში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 30 პალესტინელი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
მედიის ცნობით, რაფაჰში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 30 პალესტინელი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

რაფაჰში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 30 პალესტინელი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა შეტევა რაფაჰში, თელ ალ-სულთანის რაიონში განახორციელა, სადაც ათასობით ადამიანი აფარებდა თავს.

ექიმების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ბევრი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია.

თავდასხმის შესახებ ისრაელის მხრიდან ამ დრომდე არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ 36 000 პალესტინელი დაიღუპა.