მედიის ცნობით, პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ომში დაშავებულები მოინახულა
მედიის ცნობით, პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ომში დაშავებულები მოინახულა

პრინცი ჰარი უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

პრინცი ჰარი ლვოვში, რებილიტაციის ცენტრში ომში დაშავებულებს შეხვდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ლვოვი ხშირად იყო რუსული თავდასხმების სამიზნე, ამიტომ პრინცის ვიზიტი არ გამოცხადდა, ვიდრე მან ქვეყნა არ დატოვა.

როგორც მედია წერს, პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის მეორე წევრია, რომელიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში ჩავიდა. შარშან კიევში ედინბურგის ჰერცოგინია იმყოფებოდა.