მედიის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ოჯახებს ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პროცესს გაურთულებს
მედიის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ოჯახებს ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პროცესს გაურთულებს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ოჯახებს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებისა და შემდეგ პოლონეთის მთავრობის მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პროცესს გაურთულებს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ გაართულებს პოლონეთის ურთიერთობებს ისრაელთან და აშშ-სთან. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ კანონპროექტს მანამდე „ამორალური“ უწოდა. პოლონეთს პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერის შემდეგ ლაპიდმა ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაური პოლონეთიდან სამშობლოში გაიწვია.

აღნიშნული კანონპროექტი პოლონეთს საკანონმდებლო ორგანომ ჯერ კიდევ ივლისში დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ოჯახებს ქონების ჩამორთმევის გასაჩივრება ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 30-წლიან ვადაში შეუძლიათ.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამრიგად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემკვიდრეებს მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდეგ პოლონეთის მთავრობის მიერ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების თეორიული შანსიც აღარ ექნებათ.

ამ კანონის ხელმოწერისგან თავის შეკავებისკენ პოლონეთის პრეზიდენტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პირადად მოუწოდებდა.