მედიის ცნობით, პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე 1 500 ადამიანი იყო გასული

00:33, 05.05.2019

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, პირველი მაისის საპროტესტო გამოსვლების დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, პარიზში ყვითელჟილეტიანების ყველაზე მცირერიცხოვანი დემონსტრაცია გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში აქციის მონაწილეთა რაოდენობა 1 500 ადამიანს არ აჭარბებდა, განსხვავებით წინა დემონსტრაციისგან, როდესაც პარიზის ქუჩებში 23 ათასი ადამიანი იყო გასული.

„ბევრი მათგანი შოკურ მდგომარეობაშია მთავრობის ქცევისა და წინა აქციის რეპრესიების გამო“, – აცხადებენ თვითმხილველები სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას.

პარიზში იმყოფება საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფიც. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები ყვითელჟილეტიანების აქციების გასაშუქებლად რამდენჯერმე იყვნენ ჩასული და მათი ინფორმაციითაც, დღევანდელი აქცია ყველაზე მცირერიცხოვანი იყო.

მსგავსი