მედიის ცნობით, ნიგერიაში სამხედროებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს
მედიის ცნობით, ნიგერიაში სამხედროებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

ნიგერიაში სამხედროებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, შემთხვევა ნიგერიის ქალაქ ლოგოსში მოხდა, სადაც უკვე ორი კვირაა, სამართალდამცველების მხრიდან ძალადობას ათასობით ადამიანი აპროტესტებს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, დაჭრილი ან მოკლულია სულ მცირე ორი ადამიანი.

დემონსტრანტები სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებას ითხოვენ. უფლებადამცველი ორგანიზაციის „ამნესტი ინთერნეიშენალის“ მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან 15 ადამიანი გარდაიცვალა.