მედიის ცნობით, მილუოკიში მძღოლმა ცეცხლი გაუხსნა 12 და 13 წლის მოზარდებს, რომლებმაც მის ავტომობილს თოვლის გუნდები ესროლეს
მედიის ცნობით, მილუოკიში მძღოლმა ცეცხლი გაუხსნა 12 და 13 წლის მოზარდებს, რომლებმაც მის ავტომობილს თოვლის გუნდები ესროლეს

აშშ-ში, უისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში ავტომობილის მძღოლმა მოზარდებს ცეცხლი გაუხსნა.

მედიის ინფორმაციით, 12 და 13 წლის მოზარდებმა ავტომობილს თოვლის გუნდები დაუშინეს, რის შემდეგაც, მძღოლმა მათ ცეცხლი გაუხსნა.

ორი დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.