მედიის ცნობით, კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად დონალდ ტრამპი, მაიკ პენსი და ენტონი ფაუჩი ემზადებიან
მედიის ცნობით, კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად დონალდ ტრამპი, მაიკ პენსი და ენტონი ფაუჩი ემზადებიან

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილ კორონავირუსის ვაქცინას სავარაუდოდ პარასკევს გაიკეთებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ვაქცინას სავარაუდოდ კამერების წინ გაიკეთებს.

ვაქცინის გასაკეთებლად ემზადება ქვეყნის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩიც.

„გუშინ დავიწყეთ ვაქცინაცია. 2.9 მილიონი დოზის დისტრიბუცია განხორციელდა. უახლოეს დღეებში აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინას, ვანახებთ ადამიანებს, რომ ის უსაფრთხო და ეფექტურია“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ვაქცინის გასაკეთებელად ემზადება ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ღიადაც განაცხადა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტს ვაქცინა ამ დრომდე არ მიუღია, ის არის, რომ ხელისუფლება ცდილობს, პირველ რიგში რისკჯგუფებში ჩაატაროს ვაქცინაცია.

დატოვე კომენტარი