მედიის ცნობით, ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით დღეს მნიშვნელოვან დეესკალაციას ელოდება

18:30, 19.05.2021

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით დღეს მნიშვნელოვან დეესკალაციას ელოდება. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

ისრაელის მედიის ცნობით, ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა.

ორმა ლიდერმა დეტალურად განიხილა ღაზაში განვითარებული მოვლენები, ისრაელის პროგრესი „ჰამასის“ და სხვა ტერორისტული ელემენტების შესაძლებლობების შემცირებაში, ასევე რეგიონული მთავრობებისა და აშშ-ის დიპლომატიური მცდელობები.

მსგავსი