მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერისთვის ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მიცემული ვადა ამოიწურა
მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერისთვის ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მიცემული ვადა ამოიწურა

ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მიცემული ვადა ამოიწურა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ახლა ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინს უფლება აქვს, მთავრობის ფორმირება ისრაელის პარლამენტის სხვა წევრს დაავალოს, რამაც 12 წლის განმავლობაში პირველად ნეთანიაჰუს პარტიის – „ლიკუდის“ ოპოზიციაში გადასვლა შეიძლება, გამოიწვიოს.

ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლია, მთავრობის ფორმირების უფლება ცენტრისტული პარტიის, „ეშ ატიდის“ ლიდერს, იაირ ლაპიდს მისცეს, რომელიც ნეთანიაჰუს გამოკვეთილი კრიტიკოსია.

ისრაელი პოლიტიკურ გაურკვევლობაშია. ამომრჩევლებს ბოლო ორი წლის განმავლობაში ოთხჯერ მოუწიათ ხმის მიცემა, რადგან პოლიტიკური ლიდერები სტაბილური მმართველი კოალიციის შექმნისთვის იბრძვიან.