მედიის ცნობით, ისრაელის მიერ ბეირუთზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
მედიის ცნობით, ისრაელის მიერ ბეირუთზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა

ისრაელის მიერ ბეირუთზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ისრელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბეირუთზე დარტყმა მიმართული იყო „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრის წინააღმდეგ, რომელსაც ისრაელზე საჰაერო იერიშების დასაგეგმად იყენებდნენ. მათი თქმით, აღნიშნული ოპერაცია იყო პასუხი „ჰეზბოლას“ მიერ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, მათ შორის ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე განხორციელებულ იერიშზე პასუხისმგებელი შეერთებული შტატებია. ირანის საგარეო უწყების განცხადებით, ქვეყანა „მკაცრად გმობს“ დარტყმას და ამას „ლიბანის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევად მიიჩნევს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბეირუთზე დარტყმა „არ უნდა მომხდარიყო“, განსაკუთრებით იმ დროს, როცა აშშ და ირანი სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს არიან. ირანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ლიბანში ომის დასრულებას, რასაც ისრაელი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციები უნდა გაგრძელდეს.