მედიის ცნობით, ისრაელის ძალებმა მოკლეს სამი შეიარაღებული პალესტინელი, რომლებიც, სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად მიდიოდნენ
მედიის ცნობით, ისრაელის ძალებმა მოკლეს სამი შეიარაღებული პალესტინელი, რომლებიც, სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად მიდიოდნენ

სამი პალესტინელი შეიარაღებული პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად მიდიოდნენ, კვირას, ნაშუადღევს ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინის მახლობლად მოკლეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ სამივე პირი ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებაში გეგმავდა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი მოკლული, 26 წლის ნაიფ აბუ სუიასი ჯენინის ლტოლვილთა ბანაკის მცხოვრებია, რომელიც ჩართული იყო სამხედრო აქტივობებში ისრაელის ძალების წინააღმდეგ. მათივე ინფორმაციით, ის ხელმძღვანელობდა ტერორისტულ აქტებს ღაზას სექტორიდან.

პალესტინის მედიის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ისრაელის ჯარებმა არაერთხელ გაუხსნეს ცეცხლი მანქანას.