მედიის ცნობით, ისფაჰანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
მედიის ცნობით, ისფაჰანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

ისფაჰანში ადგილობრივი ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც დემონსტრანტებმა რეგიონში არსებულ წყლის დეფიციტთან დაკავშირებული ვითარება გააპროტესტეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებსავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა პოლიციის მიმართულებით ქვები ისროლეს, რის გამოც პოლიციას ცრემლსადენი გაზის და ხელკეტების გამოყენება მოუწია.

ისფაჰანის პოლიციის უფროსის განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაშავებულები ორივე მხარეს არიან, თუმცა მათი რაოდენობა არ გასაჯაროებულა.

ადგილობრივი ფერმერები რამდენიმე წელია, აპროტესტებენ ზაიანდეჰ რუდიდან წყლის სხვა რეგიონებისთვის მიწოდებას, რის გამოც საფრთხე ექმნება მათ მეურნეობას და ძირითად საარსებო წყაროს.