მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პარასკევს ჟენევაში ბრიტანელ, ფრანგ, გერმანელ კოლეგებსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდება
მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პარასკევს ჟენევაში ბრიტანელ, ფრანგ, გერმანელ კოლეგებსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდება

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პარასკევს ჟენევაში ბრიტანელ, ფრანგ და გერმანელ კოლეგებს შეხვდება, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან, კაია კალასთან ერთად.

აბას არაღჩი ამ ინფორმაციას თავად ადასტურებს. მედიის ცნობით, შეხვედრაზე არაღჩი ირანის ბირთვულ პროგრამას განიხილავს.

როგორც მედია წერს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და ევროკავშირს შორის ხვალ შვეიცარიაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ტრამპის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით მიმდინარეობს.