მედიის ცნობით, ირანი „ჰამასის“ დახმარებას კვლავ გეგმავს
მედიის ცნობით, ირანი „ჰამასის“ დახმარებას კვლავ გეგმავს

ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ მხარდაჭერას კვლავ გეგმავს. ირანული მედიის ცნობით, ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მეთაურმა, ჰოსეინ სალამიმ „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელთან, ისმაილ ჰანიესთან გამართული სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ისლამური რესპუბლიკა მზადაა, პალესტინელ ხალხსა და მოძრაობა „ჰამასს“ ყველა სახის დახმარება გაუწიოს. ირანი ამ როლის შესრულებაზე უარს არ იტყვის“, – აღნიშნა სალამიმ.

მედიის ინფორმაციით, დიალოგის ინიციატორი ირანული მხარე იყო.