მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინს გარიგების დადება და ომის შეწყვეტა მის გამო სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა მის გამო სურს.
როგორც „სიენენი“ წერს, ტრამპმა ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს განუცხადა, რა დროსაც მიკროფონი ჩართული იყო.
„ვფიქრობ, მას სურს გარიგების დადება. ვფიქრობ, მას სურს გარიგების დადება ჩემთვის, გესმის? რამდენადაც გიჟურად არ უნდა ჟღერდეს“, – უთხრა ტრამპმა მაკრონს.