მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მაიამიში ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდნენ

00:34, 22.12.2025

გრძელდება ინდივიდუალური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთანაც. მაიამიში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მეორე შეხვედრაც გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ სასტუმროში დაბრუნებულმა რუსმა მომლაპარაკებელმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე – როგორ ჩაიარა მოლაპარაკებებმა და შეძლეს თუ არა ომის მომხრეებმა მათთვის ხელის შეშლა, კირილ დმიტრიევმა პასუხად განაცხადა, რომ „მათ ეს ვერ შეძლეს და ყველაფერი კარგადაა“.

მსგავსი