მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია
მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია

ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია, – მედიის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს განუცხადა.

როგორც ისრაელის მედია წერს, ნეთანიაჰუმ უთხრა ჯო ბაიდენს, რომ ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა „ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისა.

„ჩვენ უნდა შევიდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია მოლაპარაკება ახლა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მოხსენების თანახმად, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის სამ წყაროს ეყრდნობა, ბაიდენს არ უცდია, რომ ნეთანიაჰუს აზრი შეეცვალა.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი შეშფოთებულია მეორე ფრონტის გახსნით „ჰეზბოლასთან“.