მედიის ცნობით, ბაღდადის აეროპორტთან სამი ჭურვი ჩამოვარდა

13:28, 16.06.2020

ბაღდადის აეროპორტის სიახლოვეს სამი ჭურვი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში რაკეტების გამშვები მოწყობილობა აღმოაჩინეს, საიდანაც სავარაუდოდ გაისროლეს.

მსგავსი