მედიის ცნობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთის მიმართ საარტილერიო ცეცხლი აქვთ გახსნილი

09:32, 30.09.2020

აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთის მიმართ საარტილერიო ცეცხლი აქვთ გახსნილი, – ამის შესახებ აზერბაიჯანული და სომხური მედია იუწყებიან.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეპანიანი​ „ფეისბუქში“ წერს, რომ ღამით სტეპანაკერტის საჰაერო სივრცეში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, სომხეთი ამჟამად ქალაქ ტერტერს ბომბავს. სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სომხეთის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 2 300-ს აღწევს.

მსგავსი