მედიის ცნობით, აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ ჰაკერებმა რესპუბლიკელების ელექტრონული წერილები მოიპოვეს
მედიის ცნობით, აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ ჰაკერებმა რესპუბლიკელების ელექტრონული წერილები მოიპოვეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების წინ „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლების ელექტრონულ ფოსტებზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ Politiko საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

Politiko-ს ცნობით, სამიზნე მაღალი რანგის ოთხი რესპუბლიკელი აღმოჩნდა, რომელთა პირად ელექტრონულ ფოსტებზე ჰაკერული თავდასხმა რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა და აპრილში შეწყდა. ამ ხნის განმავლობაში კიბერდამნაშავეების ხელში ათასობით წერილი აღმოჩნდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა ინციდენტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, როდესაც Politiko-ს წარმომადგენლებმა კომიტეტს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შემდეგ ჰაკერული თავდასხმის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს აცნობეს.

როგორც ცნობილია, პოლიტიკოსების პირადი წერილები ჯერ არ გასაჯაროებულა.