მედიის ცნობით, აშშ მექსიკის საზღვართან სამხედროებს გზავნის
მედიის ცნობით, აშშ მექსიკის საზღვართან სამხედროებს გზავნის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა მექსიკის საზღვართან სამხედროების გაგზავნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, – reuters-ი ამ ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, მექსიკის საზღვართან გაგზავნილი სამხედროების ზუსტი რაოდენობა რამდენიმე დღეში გახდება საჯარო. ჯერჯერობით, ამ ინფორმაციას პენტაგონში ოფიციალურად არ ადასტურებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, მიგრანტების შესაჩერებლად მექსიკის საზღვართან სამხედროები გაგზავნოს.