მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე სამთავრობო უწყებებს ჯო ბაიდენთან თანამშრომლობა აუკრძალა

21:00, 10.11.2020
491753396

491753396

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამთავრობო უწყებებს განკარგულებას აძლევს, არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე, არ ითანამშრომლონ არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდთან, რომელიც ე.წ. ხელისუფლების გადაბარების გარდამავალ პროცესს უძღვება. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება.

როგორც სახელმწიფო უწყებებს ადმინისტრაციაში განუმარტეს, ბაიდენის გუნდთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაზიარება არ უნდა მოხდეს, ვიდრე მის გამარჯვებას არ დაადასტურებს სამთავრობო სერვისების ადმინისტრაცია.

მსგავსი