მედიის ცნობით, აშშ-ი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცს გზავნის
მედიის ცნობით, აშშ-ი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცს გზავნის

ირანთან დაძაბულობის გაზრდის ფონზე, აშშ-ი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცს გზავნის. „სიენენის“ ინფორმაციით, დამატებითი შემადგენლობა 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სწრაფი რეაგირების ძალებიდან გამოიყოფა. ერაყის დედაქალაქში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, პენტაგონმა რეგიონში იმავე დანაყოფის 750 ჯარისკაცი უკვე გაგზავნა.

ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანის ხელისუფლება საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება. თეირანის სავარაუდო ნაბიჯების განეიტრალების დავალება მიიღო კონტრდაზვერვის სამსახურმაც.

ირანელი გენერალი ერაყში, აშშ-ის საჰაერო ოპერაციის დროს მოკლეს. ყასემ სოლეიმანი ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე და „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი იყო.