მედიის ცნობით, ანექსირებულ სევასტოპოლში, სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
მედიის ცნობით, ანექსირებულ სევასტოპოლში, სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა სევასტოპოლში სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთმშენებელ ქარხანაზე.

სევასტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელის, მიხაილ რაზვოჟაევის განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად, 24 ადამიანი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, მათგან ოთხი დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„მე ვარ ხანძრის ადგილზე სევმორზავოდის სამხრეთ უბანზე. ადგილზე ყველა ოპერატიული სამსახური მუშაობს, ქალაქში სამოქალაქო ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება“, – წერს რაზვოჟაევი „ტელეგრამის“ არხზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე სულ მცირე სამი ძლიერი აფეთქება მოხდა.

ანექსირებულ სევასტოპოლში, სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთმშენებელ საზღვაო ქარხანაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები კეთდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სევასტოპოლზე თავდასხმა საკრუიზო რაკეტებით, ასევე საზღვაო თვითმფრინავებით განხორციელდა. შედეგად, ორი გემი დაზიანდა, რომელსაც სარემონტო სამუშოები უტარდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ათი რაკეტიდან შვიდი ჩამოაგდო და საპატრულო გემმა სამივე საზღვაო უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.