მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ ნატო სამხედრო დაჯგუფებას ქმნის, რათა ბელარუსის დასავლეთ ნაწილი დაიკავოს
მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ ნატო სამხედრო დაჯგუფებას ქმნის, რათა ბელარუსის დასავლეთ ნაწილი დაიკავოს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ ნატო სამხედრო დაჯგუფებას ქმნის, რათა ბელარუსის დასავლეთ ნაწილი დაიკავოს. ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ეს განცხადება ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

„ახლა ვციტირებ „საქმე ეხება ბელარუსის მიწის პოლონეთის კუთვნილებას“. ამას უკვე ღიად ამბობენ. ნუთუ, მე, როგორც პრეზიდენტსა და ბელარუსი ხალხსაც შეგვიძლია, ამას დავეთანხმოთ? როგორც აღმოჩნდა, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მიწაზე, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრებმა „საგარეო საფრთხეებს წინააღმდეგობა ერთად უნდა გაუწიონ“.