მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ბაღდადის „მწვანე ზონაში“, სადაც განთავსებულია აშშ-ის საელჩო, სხვა დიპლომატიური მისიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებები
მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ბაღდადის „მწვანე ზონაში“, სადაც განთავსებულია აშშ-ის საელჩო, სხვა დიპლომატიური მისიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებები

აფეთქებების ხმა ისმის ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

მედიის ინფორმაციით, აფეთქების ხმა ისმოდა ბაღდადის „მწვანე ზონაში“.

„გარდიანი“ წერს, რომ ამ ზონაში განთავსებულია აშშ-ის საელჩო და სხვა დიპლომატიური მისიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებები. ასევე, ამ ზონაში ცხოვრობენ მაღალჩინოსნები და პოლიტიკოსები.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.