მედია უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს

უკრაინის საკონსულომ თეირანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების დაღუპვა დაადასტურა. მათი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 170 ადამიანი იმყოფებოდა.

„უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა.

ირანული მედია თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს.