მედიაპროექტი სპორტფოტო და ქართველი მორაგბეები კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრნენ
მედიაპროექტი სპორტფოტო და ქართველი მორაგბეები კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრნენ

მედიაპროექტი სპორტფოტო და ქართველი მორაგბეები კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრნენ.

თბილისის მერიის ხელშეწყობით, სპორტფოტო მეხუთე წელია ტარდება. ამ პროექტის ფარგლებში ხდება წლის საუკეთესო სპორტული ფოტოების შეჯამება და სპეციალური კატალოგის გამოცემა. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს სპორტფოტო სკოლებსა და უნივერსიტეტებში გავიდა. შეხვედრები ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასა და ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ჩატარდა, გუშინ კი იგი კავკასიის უნივერსიტეტს ბორჯღალოსნებთან ერთად ეწვია.

ფოტოგრაფები თამუნა ყულუმბეგაშვილი და ეკა ელოშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებს პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. მორაგბეებმა შალვა მამუკაშვილმა და სოსო მათიაშვილმა კი სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში ჟურნალისტიკის, კერძოდ ფოტოგრაფიის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მორაგბეებმა გასული 2018 წელის, ასევე წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მოხდა კატალოგის პრეზენტაციაც.

წელს სპორტფოტოში 11 ფოტოგრაფის 150-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. მომდევნო გამოფენა 3 აპრილს სპორტის უნივერსიტეტშია დაგეგმილი, შემდეგ კი, პირველად პროექტის არსებობის ისტორიაში, მედიაპროექტი რეგიონში გავა და გამოფენა ყვარელში მოეწყობა.