მედია - კონგრესის შუალედური არჩევნების დროს აშშ-მა რუსეთის „ტროლების ქარხანაზე“ კიბერშეტევა განახორციელა
მედია - კონგრესის შუალედური არჩევნების დროს აშშ-მა რუსეთის „ტროლების ქარხანაზე“ კიბერშეტევა განახორციელა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წლის 6 ნოემბერს, კონგრესის შუალედური არჩევნების დროს, პენტაგონმა სანქტ-პეტერბურგში „ტროლების ქარხანაზე“ („ინტერნეტ-კვლევების“ სააგენტო“) კიბერთავდასხმა განახორციელა, რითაც მის თანამშრომლებს ინტერნეტისადმი წვდომა შეუწყვიტეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ეს კიბერდარტყმა რუსი ჰაკერების წინააღმდეგ ამერიკელი სამხედროების პირველი შემტევი ოპერაცია გახდა.

ამასთან, ექსპერტების ცნობით, კიბერშეტევის შედეგად, „ტროლების ქარხანა“ მწყობრიდან დიდი ხნით არ გამოსულა, თუმცა, ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი სწორედ აღნიშნულ გამაფრთხილებელ ოპერაციას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს 2018 წლის არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა აღარ უცდია.

ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ ანუ ტროლების ქარხანას, რომელსაც კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქთა,ნ ევგენი პრიგოჟინთან აკავშირებენ, აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებენ.