მედია - ანჯეი დუდა აცხადებს, რომ გერმანიამ პოლონეთისთვის ტანკების გადაცემის პირობა დაარღვია
მედია - ანჯეი დუდა აცხადებს, რომ გერმანიამ პოლონეთისთვის ტანკების გადაცემის პირობა დაარღვია

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას თქმით, გერმანიამ პოლონეთისთვის ტანკების გადაცემის შესახებ დადებული პირობა დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ველტი“ ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, ანჯეი დუდამ ეს განცხადება დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში გააკეთა.

როგორც ცნობილია, გერმანიის მთავრობა პოლონეთს დაპირდა ტანკ „ლეოპარდის“ მიწოდებას, თუ ვარშავა საკუთარ ტანკებს უკრაინას გადასცემდა.

„თქვენ არ შეასრულეთ პირობა. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ. პოლონეთმა უკრაინას დიდი რაოდენობით ტანკები გადასცა, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორც მეზობელი სახელმწიფოსი“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

დუდას თქმით, საერთო ჯამში, გერმანიის მთავრობა ძალიან ცოტას აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.

„გერმანია თავად უნდა დაეხმაროს უკრაინას. უკრაინას ეს მხარდაჭერა ნამდვილად ძალიან სჭირდება“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

დატოვე კომენტარი