მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი - ჩემი გასაკეთებელი ბოლომდე ვერ გავაკეთე, ყველას ბოდიშს ვუხდი [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლი მპიადაზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა, რომელმაც 66 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

„ვერცხლის მედალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ტოკიოში ოქროსთვის ჩამოვედი. ჩემი გასაკეთებელი ბოლომდე ვერ გავაკეთე, ყველას ბოდიშს ვუხდი. ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა და მჯერა, მიზანს მივაღწევ. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურთან.

ქართველი ძიუდოისტების გამოსვლის განრიგი:

26 ივლისი – ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.)

26 ივლისი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.)

27 ივლისი – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.)

28 ივლისი – ლაშა ბექაური (90 კგ.)

29 ივლისი – ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.)

30 ივლისი – გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)