მეცში ბასილაშვილი მადენს შეხვდება
მეცში ბასილაშვილი მადენს შეხვდება

ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირზე იასპარეზებს. ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-17 ადგილზეა, მეცში მეორე ნომრად არის განთესილი. ნიკოლოზი პირველი წრიდან თავისუფალი იყო და მეორე წრეში კვალიფიკაციიდან გასულ გერმანელ იანიკ მადენს (129 ჩოგანი) დაუპირისპირდება.

2018 წელს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე ფრანგები კენი დე სხეპერი და უგო უმბერი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში სამ სეტში დამარცხდა იაპონელ კეი ნიშიკორისთან – 3:6, 6:4, 4:6. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მასპინძელი ჟილ სიმონია.

დღევანდელი შეხვედრა თბილისი დროით 21.30 საათზეა დაგეგმილი.