„მეცმა“ დაადასტურა - მიქაუტაძე იჯარით კვლავ „სერენში“ დაბრუნდა #1TVSPORT
„მეცმა“ დაადასტურა - მიქაუტაძე იჯარით კვლავ „სერენში“ დაბრუნდა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა1-ის საფეხბურთო კლუბმა „მეცმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „სერენში“ იჯარით კიდევ ერთ სეზონს გაატარებს, მაგრამ ამჯერად მთავარ ბელგიურ ლიგაში, სადაც ლოთარინგიელების შვილობილი გუნდი დაწინაურდა.

ჟორჟ მიქაუტაძე, რომელიც გასულ სეზონში უკვე ნასესხები იყო „სერენში“, ამ სეზონში ბელგიურ კლუბში დაბრუნდება, როგორც ორშაბათს FC Metz– მა გამოაცხადა:

„გიორგი მიქაუტაძე „სერენში“ ბრუნდება, რომელიც ჯუპილერ ლიგაში მეცხრე ადგილზეა. „მეცი“ ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას დათანხმდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შარშან „სერენის“ მაისურში ბრწყინავდა და 19 გოლით ბელგიის პირველი ლიგის ბომბარდირის ტიტული მოიპოვა და „სერენის“ პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა. ამ სეზონში მიქაუტაძე ბელგიაში ითამაშებს და შეეცდება კლუბს ბელგიური ფეხბურთის ელიტაში დაეხმაროს. წარმატებებს გისურვებთ გიორგი“, – წერია „მეცის“ განცხადებაში.

მიქაუტაძემ უდიდესი როლი ითამაშა „სერენის“ ბელგიური ფეხბურთის ელიტაში ასვლაში. მან 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა (მათ შორის, 3 გოლი პლეი ოფის 2 მატჩში). ამჟამად გუნდი ბელგიის ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა. „სერენში“ ზაფხულში „მეცმა“ კიდევ რამდენიმე მოთამაშე გაუშვა – გიომ დიჩი, რაიან ჯეჯე, სამი ლასაინი, მეტიუ კაბა, აბლი იალოუ და იუსეფ მაზიზი.