„მეცის“ სპორტული დირექტორი - გიორგი წიტაიშვილი ძალიან ტექნიკური და ნიჭიერი ფეხბურთელია #1TVSPORT
„მეცის“ სპორტული დირექტორი - გიორგი წიტაიშვილი ძალიან ტექნიკური და ნიჭიერი ფეხბურთელია #1TVSPORT

„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა, ფრედერიკ არპინიონმა გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქართველის დამატება გასულ სეზონშიც სურდათ, თუმცა მაშინ ტრანსფერი ვერ შედგა.

„წინა სეზონში უკვე ვცადეთ მისი დამატება, მაგრამ ეს რთული იყო. წელს შესაძლებლობა გაჩნდა და ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოხდა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც იმოქმედებს მთავარი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვან ზონაში – მარჯვენა ფლანგზე.

წიტაიშვილი ძალიან ტექნიკური, ნიჭიერი და პროდუქტიული მოთამაშეა. გასულ სეზონში „გრანადაში“ შვიდი გოლი გაიტანა და არაერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩვენ მარჯვენა ფლანგზე სწორედ ასეთი ფეხბურთელი გვჭირდებოდა“, – აღნიშნა არპინიონმა.

გიორგი წიტაიშვილი „მეცში“ ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ფეხბურთელს კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისის ჩათვლით აკავშირებს.