„მეცის“ პრეზიდენტმა აღიარა - გიორგი მიქაუტაძის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება #1TVSPORT
„მეცის“ პრეზიდენტმა აღიარა - გიორგი მიქაუტაძის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება #1TVSPORT

„მეცის“ პრეზიდენტმა, ბერნარ სერინიმ ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშისა და ბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, ქართველი ფეხბურთელის გაყიდვა გარდაუვალია.

„როდესაც კლუბი მოდის უზარმაზარი შეთავაზებით და ფეხბურთელს ასევე დიდ ხელფასს სთავაზობს, ძნელია უარი თქვა. ჩვენ არ შეგვიძლია მაღალი ხელფასის გადახდა. ლოგიკურია, გარკვეული დროის შემდეგ, როცა მოთამაშე „მეცისთვის“ გადაიზრდება, სხვაგან წავიდეს.

ჯერ არანაირი შეთავაზება არ მიმიღია თავდამსხმელის თაობაზე, თუმცა ახლა, როდესაც ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშის წასასვლელად კარი ღიაა, სატრანსფერო შეთავაზებებს აუცილებლად მივიღებთ“, – ამბობს ბერნარ სერინი.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „მილანი“ ქართველის შეძენას და „მეცში“ ერთი წლით იჯარით დატოვებას აპირებს: „რაც შეეხება იჯარას, არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა. მოლაპარაკებებს იმაზე ცოტა მეტ თანხაზე დავიწყებთ, რაც მედიიდან იცით“, – დასძენს „მეცის“ პრეზიდენტი.

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და სეზონის ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.