„მეცის“ მწვრთნელს მიქაუტაძის სჯერა და გუნდში აბრუნებს - ქართველი „სერენის“ წლის ფეხბურთელია #1TVSPORT
„მეცის“ მწვრთნელს მიქაუტაძის სჯერა და გუნდში აბრუნებს - ქართველი „სერენის“ წლის ფეხბურთელია #1TVSPORT

ფრანგულ გამოცემა „რეპუბლიკან ლორიანთან“ ლიგა1-ის (საფრანგეთის უმაღლესი ლიგა) „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრედერიკ ანტონეტიმ განაცხადა, რომ ახალი სეზონიდან გუნდი გიორგი მიქაუტაძეს დააბრუნებს, რადგან ბელგიურ „სერენში“ იჯარით წასული 20 წლის თავდამსხმელის შედეგიანობით კმაყოფილია.

„ბელგიურ გუნდში განათხოვრებული შვიდი ფეხბურთელიდან ორი, მეკარე გიომ დიჩი და თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე ის ორი მოთამაშეა, რომელთა მომავლისაც გვჯერა. მიქაუტაძე დაუბრუნდება გუნდს და იმედი მაქვს, რომ კარგად ითამაშებს. ის კართან ძალიან სახიფათოა, ჩვენ ასეთი თავდამსხმელი არ გვყავს“, – ამბობს „მეცის“ მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ ფეხბურთელია, ბელგიურ „სერენში“ კი იჯარით თამაშობს, სადაც 20 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მას ბოლო ტურში კლუბმა სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი „ლიერსთან“ ბოლო ტურის მატჩის შემდეგ გადასცა, სადაც ქართველმა გოლი ვერ გაიტანა.

„დღეს გოლი არ გაუტანია, მაგრამ მიქაუტაძე მიიღებს „ოქროს ფოლადის“ თასს! ვულოცავთ ჩვენს თავდამსხმელს“ – წერია „სერენის“ ინსტაგრამის გვერდზე.

 

View this post on Instagram

 

A post shared by RFC SERAING (@rfc.seraing)