„მეცის“ მწვრთნელი სტეფან ლე მინიანი - გიორგი წიტაიშვილი გუნდის სტილს კარგად ეგუება #1TVSPORT
„მეცის“ მწვრთნელი სტეფან ლე მინიანი - გიორგი წიტაიშვილი გუნდის სტილს კარგად ეგუება #1TVSPORT

მეცის“ მთავარი მწვრთნელი სტეფან ლე მინიანი მედიას შეხვდა და რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო, მათ შორის, გიორგი წიტაიშვილის დებიუტს ლუქსემბურგის „მონდორფთან“, რომლის დამარცხებაც ქართველის ახალ გუნდს საკმაოდ გაუჭირდა (1:0).

„ამ მატჩმა საშუალება მოგვცა ახალ გუნდში იანის ლოუსონისა და გიორგი წიტაიშვილის პირველი ნაბიჯები გვეხილა. გიორგისთვის ყველაფერი სხვაგვარადაა, საფრანგეთი მისთვის ახალი ქვეყანაა და გუნდს და ჩვენს საფეხბურთო სტილს ეგუება.

ფეხბურთელების ნაწილი უკვე შეკრებაზეა, სხვები წავიდნენ და მათ შემცვლელებად ახალგაზრდები მოდიან. ნელ-ნელა გუნდს გავაუმჯობესებთ, მაგრამ ბევრი რამ გაურკვეველი რჩება.

სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, მანამდე უნდა ვიცოდეთ, ვინ დარჩება და სეზონის განმავლობაში რა ბირთვს დავეყრდნობით“, – ამბობს „მეცის“ მწვრთნელი.