„მეცის“ არაოფიციალური გვერდი - ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი იყო, მაგრამ მწვრთნელმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა #1TVSPORT
„მეცის“ არაოფიციალური გვერდი - ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი იყო, მაგრამ მწვრთნელმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა #1TVSPORT

ჟურნალისტი საშა ტავოლიერი კიდევ ერთხელ შეეხო მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი ჩაკვეტაძის „მეცში“ გადასვლასთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ ინტერესი რეალურად არსებობდა, მაგრამ შემდეგ ვითარება მოულოდნელად შეიცვალა. ფრანგული წყაროების ცნობით, ტრანსფერი გადაწყვეტილი ჯერ არ არის.

„გიორგი ჩაკვეტაძის იჯარით გადასვლაზე „მეცმა“ „გენტთან“ შეთანხმებას მიაღწია. ამის მიუხედავად, ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვა. თუ ტრანსფერის ოფიციალურად გაფორმება გაჭიანურდება, ჩაკვეტაძე, რომელსაც სხვა ვარიანტებიც აქვს, შესაძლოა, „მეცში“ აღარ გადავიდეს“, – წერს ტავოლიერი.

მეცის“ არაოფიციალურმა ვებგვერდმა ჩაკვეტაძის მიმართ ფრანგების ინტერესი არ უარყო, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებაზე ინფორმაცია არ დაადასტურა.

„ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, „მეცის“ მწვრთნელმა, ლასლო ბოლონმა კლუბის გენერალურ მენეჯერს 48-საათიანი ვადა სთხოვა 23 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის დასადასტურებლად. მენეჯერმა თხოვნა გაითვალისწინა და ბრასტისლავისსლოვანის“ ყოფილი ფეხბურთელი სარეზერვო სიაში დატოვა“, – წერია „მეცის“ არაოფიციალურ გვერდზე.