„მეცი“ „მონაკოსთან“ დამარცხდა - შეხვედრაში მონაწილეობა გიორგი წიტაიშვილმა მიიღო #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ ერთ-ერთ ლიდერს, „მონაკოს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით – 2:5 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიდან მხოლოდ წიტაიშვილმა ითამაშა, ისიც მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა. აბუაშვილი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
საფრანგეთის ჩემპიონატის ხუთი ტურის შემდეგ „მეცს“ მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ბოლო, მე-18 ადგილზეა.