„მეცი“ „ლანსთან“ დამარცხდა – წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, აბუაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა #1TVSPORT

12:02, 27.07.2025

გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი საკონტროლო მატჩი სტუმრად „ლანსთან“ ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

გიორგი წიტაიშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო აბუაშვილმა გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა – ის მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა.

სეზონის განახლებამდე „მეცი“ კიდევ სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 30 ივლისს „თიონვილს“ შეხვდება, 2 აგვისტოს – „ტრუას“, ხოლო 9 აგვისტოს სტუმრად „ჰოფენჰაიმს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი