„მეცი“ „ჰოფენჰაიმთან“ დამარცხდა - წიტაიშვილმა და აბუაშვილმა ითამაშეს #1TVSPORT
„მეცმა“, სადაც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი თამაშობენ, წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი მარცხით დაასრულა – ფრანგულმა კლუბმა ბუნდესლიგელ „ჰოფენჰაიმთან“ 0:8 წააგო.
გუნდებმა ორი 60-წუთიანი ტაიმი ჩაატარეს. გერმანელთაგან დამარიმ და ედმერიმ დუბლები შეასრულეს, თითო გოლი კი ბურგერის, მოერსტედტის, ბერნარდოსა და კრამარიჩის ანგარიშზეა.
გიორგი წიტაიშვილმა პირველ ტაიმში ითამაშა, აბუაშვილი კი მოედანზე შეცვლაზე შევიდა.
17 აგვისტოს საფრანგეთის ლიგა1-ის ახალი სეზონი დაიწყება და „მეცი“ პირველ ტურში შინ „სტრასბურგს“ დაუპირისპირდება.