„მეცი“ ბენიდორმში მოემზადება - მიქაუტაძე გულშემატკივრებს შეხვდა #1TVSPORT
„მეცი“ ბენიდორმში მოემზადება - მიქაუტაძე გულშემატკივრებს შეხვდა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ის „მეცი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ესპანეთის საკურორტო ქალაქ ბენიდორმში გაემგზავრა და იქ სეზონისწინა შეკრებას გამართავს.

გუნდთან ერთად იმყოფება საქართველოს ნაკრების თავდამსხმელიც, რომელიც „მეცის“ ერთ-ერთი ლიდერი და მეგოლეა. „მეცი“ ესპანურ შეკრებაზე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 13 დეკემბერს ბელგიურ „გენკს“ დაუპირისპირდება, ხოლო 21 დეკემბერს – გერმანიის ლიგა 3-ის ზაარბრიუკენის „ელვესბერგს“. ქართველის გუნდი ლიგა 2-ში სეზონს 27 დეკემბერს ერთ-ერთ აუტსაიდერთან, „ნორთან“ მატჩით განაახლებს.

„მეცი“ 15 ტურის შემდეგ 21 ქულით ლიგა 2-ში მე-8 ადგილზეა და ლიგა 1-ში გადასვლის შანსებს ინარჩუნებს. გიორგი მიქაუტაძემ პირველ წრეში 14 მატჩი ჩაატარა, 7 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და პლუს, ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

ესპანეთში გამგზავრებამდე „მეცის“ ფეხბურთელები, მათ შორის ქართველი თავდამსხმელი, ჰიპერმარკეტ Leclerc-ის მიწვევით, გულშემატკივრებს შეხვდნენ, ავტოგრაფები დაურიგეს და ფოტოები გადაიღეს.