მებრძოლი, რომელმაც ისრაელ ადესანია დაანოკაუტა, სულ მალე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში იასპარეზებს
მებრძოლი, რომელმაც ისრაელ ადესანია დაანოკაუტა, სულ მალე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში იასპარეზებს

ისრაელ ადესანია შერეულ ორთაბრძოლებში ჯერჯერობით დაუმარცხებელია. მას 19 გამარჯვება აქვს მოპოვებული და ის UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონია. თუმცა „იზის“ კარიერაში ერთი მარცხი მაინც ფიქსირდება. როდესაც ადესანია კიკბოქსინგში ასპარეზობდა, მან ალექს პერეირასთან ნოკაუტით წააგო.

აღნიშნული ბრძოლა 2016 წელს გაიმართა. ამის შემდეგ ალექს პერეირამ ასპარეზობა შერეულ ორთაბრძოლებში დაიწყო. მან უკვე გამართა სამი ბრძოლა, საიდანაც ორი პერეირას გამარჯვებით დასრულდა.

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის მებრძოლი ლაურეანო სტაროპოლი, რომელიც ამავე დროს ალექს პერეირას თანაგუნდელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პერეირას UFC-ის დებიუტს აანონსებს.

„ადესანიას მამა მზად არის UFC-ის დებიუტისთვის. სულ ცოტა ხანში ჩვენ მას დიდ ოქტაგონზე ვიხილავთ. ის თავის შვილს გაკვეთილს ჩაუტარებს და საკუთარ ქამარს მიიღებს.“