მებრძოლები ოქტაგონზე მთლიან გუნდთან ერთად გავლენ
მებრძოლები ოქტაგონზე მთლიან გუნდთან ერთად გავლენ

კორონავირუსის პანდემიის გამო აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი ღონისძიებებს გამკაცრებული პროტოკოლის რეჟიმში გამართავს. მიუხედავად ამისა, ცნობილი ხდება, რომ მებრძოლები ოქტაგონზე მწვრთნელებთან და გუნდის სრულ შემადგენლობასთან ერთად გავლენ. ამის შესახებ ორგანიზაციაში რამდენიმე დღის მანძილზე მსჯელობდნენ და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. თითოეული მებრძოლი ოქტაგონზე სამ პირთან ერთად გავა.

9, 13 და 16 მაისის ქარდებს ჯექსონვილის არენა უმასპინძლებს. ბრძოლები უმაყურებლოდ ჩაივლის. საუბარია ასევე, რომ ღონისძიება 23 მაისსაც შედგება.

9 მაისს გულშემატკივარი ორ სატიტულო დაპირისპირებას იხილავს. მთავარი ბრძოლა ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეტჯის შორის მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ქამრისთვის შედგება.