„მე მქვია კილიანი“ - მბაპემ ავტობიოგრაფიული კომიქსი გამოუშვა #1TVSPORT
„მე მქვია კილიანი“ - მბაპემ ავტობიოგრაფიული კომიქსი გამოუშვა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ გამოუშვა ავტობიოგრაფიული კომიქსი, სახელწოდებით – „მე მქვია კილიანი“.  წიგნი მოგვითხრობს რთულ გზაზე, რომელიც კილიან მბაპემ მსოფლიო დონის ვარსკვლავობამდე გაიარა.

ავტობიოგრაფიულ კომიქსში ასევე აღწერილია, როგორ მოხვდა პირველად „რეალის“ საფეხბურთო ბაზაზე; რა ემოციები ჰქონდა, როდესაც შეხვდა თავისი ცხოვრების საფეხბურთო კერპს კრიშტიანო რონალდოს; რატომ გადაწყვიტა „პარი სენ ჟერმენში“ თამაში; როგორ ზრდიდნენ მას მშობლები.

ყველა სიუჟეტი, ანეკდოტი თუ პერსონაჟი რეალურია. „წაიკითხეთ წიგნი და გჯეროდეთ თქვენი ოცნებების“,-  ამბობს მბაპე

პირველ ეტაპზე წიგნი-კომიქსი 300 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა.

საინტერესოა ისიც, რომ კილიან მბაპეს თანაგუნდელებმა ვიზუალური მსგავსების გამო მას ცნობილი კომიქსის „კუ-ნინძების“ ერთ-ერთი გმირის – დონატელოს სახელი შეარქვეს.