მე და „ანორთოსისი“ უერთმანეთოდ არ დავიკარგებით - ქეცბაიამ წასვლის სურვილი დაადასტურა #1TVSPORT
მე და „ანორთოსისი“ უერთმანეთოდ არ დავიკარგებით - ქეცბაიამ წასვლის სურვილი დაადასტურა #1TVSPORT

კვიპროსის თასის ნახევარფინალში „აპოელთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისში“ საკუთარ მომავალზე ილაპარაკა და მიანიშნა, რომ კარიერაში საკუთარი გეგმები აქვს, ანუ გუნდიდან წასვლა ისევ დაადასტურა.

„კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს გუნდში განიხილავენ, რადგან სეზონი უნდა დასრულდეს და შედეგები უნდა შეაფასონ, მაგრამ იქნებ, ჩემს კარიერაში სხვა გეგმებიც მაქვს? ყველაფერს ისე ნუ წარმოადგენთ, რომ ვითარება ჩიხშია შესული,“ – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მისი თქმით, გუნდის წინაშე დადებული პირობა შეასრულა და ფინალში გაიყვანა:

„ის, რაც ჩვენ ვთქვით, შევასრულეთ და გუნდი ფინალშია. აბსოლუტურად არ მაღელვებს, ამის შემდეგ რა მოხდება. უერთმანეთოდ არც მე და არც „ანორთოსისი“ არ მოვკვდებით. ამას თქვენც გაიგებთ. ახლა მე გუნდის და ფეხბურთელების წარმატებით ბედნიერი ვარ“.

აღსანიშნავია, რომ ფამაგუსტური კლუბი ბოლოს კვიპროსის თასის ფინალში 13 წლის წინ გავიდა და მაშინაც თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით. ქართველმა მწვრთნელმა წინასწარ განაცხადა, რომ ფინალი „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის როლში მისთვის ბოლო მატჩი იქნებოდა.