„საბურთალოს“ კაპიტან გაგი მარგველაშვილისთვის ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრა თბილისის „ლოკომოტივთან“ განსაკუთრებული იყო – მან კლუბის მაისურით მე-200 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
გაგი მარგველაშვილი 24 წლისაა და „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. მთავარი გუნდის ფორმით მისი დაარსებიდან თამაშობს – 2013 წლიდან დღემდე, ანუ შვიდი წელი. ამ ხსნის განმავლობაში ის გუნდის უცვლელი კაპიტანია.
მარგველაშვილი იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი და კაპიტანი. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსთან“ ერთად მოიპოვა ყველა ქართული ტიტული – გახდა საქართველოს ჩემპიონი (2018), დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის (2019) და სუპერთასის (2020) მფლობელი.