მე-13 მოგება კარიერაში - ილია თოფურიამ ბრაის მიტჩელი დაამარცხა #1TVSPORT
მე-13 მოგება კარიერაში - ილია თოფურიამ ბრაის მიტჩელი დაამარცხა #1TVSPORT

11 დეკემბერს ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ UFC-ში მეხუთე ბრძოლა ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ორ რაუნდში დაამარცხა.

ამერიკელმა დასაწყისშივე სცადა, ბრძოლა პარტერში გადაყვანა, თუმცა ჩანაფიქრი ვერ განახორციელა, საპასუხოდ, თოფურიამ მას რამდენჯერმე ძლიერად მოარტყა. ქართველი მებრძოლი საკუთარ გეგმით მოქმედებდა – ცდილობდა, ჩხუბი დგომში წარემართა და მიტჩელის შეტევები აერიდებინა.

მეორე რაუნდის პირველივე წამებიდან თოფურიამ აქტიურად შეუტია და ბრაისი ნოკდაუნში გაუშვა, რასაც რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყოლა და საბოლოდ მეტოქემ დანებება არჩია. აღსანიშნავია, რომ თოფურიამ UFC-ში დანებებით პირველად მოიგო.

ეს 25 წლის ილია თოფურიასთვის კარიერაში მე-13 გამარჯვება იყო, რომლის შემდეგაც UFC-ის ქვემსუბუქი წონის განახლებულ რეიტინგში მე-9 ადგილზე აინაცვლებს.