მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციამ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაცია გაახანგრძლივა
მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციამ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაცია გაახანგრძლივა

მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციამ გაახანგრძლივა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაცია. საერთაშორისო ორგანიზაციაში მიიჩნიეს, რომ რუსული მხარე ჯერ კიდევ არ შეესაბამება აუცილებელ კრიტერიუმებს.

გადაწყვეტილება მიიღეს დოჰაში, მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს სხდომაზე. რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაციას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი არ მონაწილეობს მძლეოსნობის საერთაშორისო სტარტებში 2015 წლის შემდეგ. მიზეზი გახდა რუსი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების მასობრივი გამოყენება. ეს იყო ზედიზედ მე-12 შემთხვევა, როცა რუსეთის მხარეს გაუგრძელეს დისკვალიფიკაცია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რუსი მძლეოსნები ტურნირებზე ნეიტრალური სტატუსით გამოდიან.

უნდა აღინიშნოს, რომ 27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, სადაც 29 რუსი მძლეოსანი რუსეთის დროშისა და ჰიმნის გარეშე გამოვა.